დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს პირბადეების ტარებისკენ და სპეციალისტების რეკომენდაციების სრული დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიის დროს დადგენილი რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მსგავს შემთხვევას შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
„კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომ პირბადე ყველაზე მეტად დამცავი საშუალებაა, იმისთვის, რომ არ დავინფიცირდეთ და არ დავაინფიციროთ სხვა ადამიანები. ჩემი თხოვნაა, რომ პირბადის გარეშე არ დავუშვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრის გადაადგილება. ვუწევთ კონტროლს, მაგრამ არსებობს მონაცემები მთელი დღეების განმავლობაში, თუ რა ვითარებაა, როგორც მიკროავტობუსებში, ასევე ავტობუსებში. მიკროავტობუსებს რაც შეეხება, პირბადის გარეშე მართავდა 24 მძღოლი. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. 24-ვე მძღოლის მიმართ მიღებულია შესაბამისი სანქციები - 2 დღე ვერ იმუშავებენ. მათ უნდა იცოდნენ, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ - ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ემსახურებიან. მონიტორინგი გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, მიკროავტობუსებში ასევე, 224 მოქალაქეს ჰქონდა მცდელობა, პირბადის გარეშე ემგზავრათ, რომელსაც შესაბამისი რეაგირება უკვე მოჰყვა.
„იყო შემთხვევები, როდესაც პირბადე ბოლომდე არ ჰქონდათ გაკეთებული. მნიშვნელოვანია, პირბადე გავიკეთოთ ისე, როგორც ამას დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან. იყო დარღვევების შემთხვევები ავტობუსებშიც. 2 088 მგზავრი ეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლას, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. დაახლოებით, 1 500-მდე მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით. 116-ჯერ არ დაიძრა ავტობუსი იმის გამო, რომ მგზავრი პირბადეს არ იკეთებდა. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩვენს თანამშრომლებს ეხმარება და წესებს იცავს. მგზავრების დიდი ნაწილი ძალიან კრიტიკული იყო იმათ მიმართ, ვინც პირბადეს არ იკეთებდა. ასევე, იყო 21 შემთხვევა პატრულის გამოძახების. ჩვენ ყველა მიმართულებით გავაგრძელებთ მონიტორინგს და შევეცდებით, ერთმანეთის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დავიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ