მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 ნოემბერს 9 398 ადამიანი აიცრა

619f6b6ae7c11
მარიამ ვარადაშვილი
25.11.21 14:52
811
საქართველოში ბოლო 24 საათში 9 398 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 986 877 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.6%-ია. სულ მცირე 1 დოზით აცრილია 1 125 073 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 39.6%.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 60 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები, რომლებიც 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცირებიან, 200 ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს.