მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 საათის განმავლობაში აპლიკაცია STOP COVID 151 000-ზე მეტმა მომხმარებელმა გადმოწერა

5e9997a147812
თელარა გელანტია
17.04.20 15:46
2656
აპლიკაცია, რომელიც მის მომხმარებლებს გააფრთხილებს იმ შემთხვევაში თუ კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან ქართველი მოსახლეობისთვის გუშინ გახდა ხელმისაწვდომი და მხოლოდ 24 საათში 151 357-მა მომხარებელმა გადმოწერა. აქედან 92 040 არის - "ანდროიდის", ხოლო - 59 317,  iOS სისტემის მომხმარებელი.

აპლიკაცია მის მომხმარებლებს შორის განსაზღვრავს სარისკო კონტაქტებს. სარისკო კონტაქტად ითვლება თუ 2 პირს შორის ინტერაქცია გრძელდება 10 წუთზე დიდხანს და მათ შორის დისტანცია არის 2 მეტრზე ნაკლები. აღნიშნულ ინფორმაციას აპლიკაცია სრულიად ანონიმურად იმახსოვრებს და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს, ოფიციალური ტესტირების შედეგად დაუდასტურდება ვირუსი ხდება მისი კონტაქტების გაფრთხილება.

აპლიკაცია გადმოწერის შემდეგ არ საჭიროებს მობილურის ნომრის მითითებას. მობილურის ნომერი მომხმარებელს შეჰყავს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ლაბორატორიულად დაუდასტურდა COVID-19. მობილურის ნომრის შეყვანით, მოხდება მისი ინფიცირების სტატუსის გადამოწმება შესაბამის ბაზაში, ცრუ შეტყობინების თავიდან აცილების მიზნით და იმ შემთხვევაში თუ ინფიცირება ბაზაში დასტურდება, იმ პირებს, ვინც მასთან იმყოფებოდნენ სარისკო კონტაქტში დაეგზავნებათ გაფრთხილება.

"აპლიკაცია არ მოითხოვს რეგისტრაციას და მომხმარებლის პირადი ინფორმაცია არის სრულიად დაცული. დისტანციის განსაზღვრის მიზნით, აპლიკაციას სჭირდება წვდომა ბლუთუზსა და ლოკაციაზე. ზოგიერთი ანდროიდის ვერსიაზე კი აპლიკაცია, დამატებით მოითხოვს წვდომას მიკროფონზე, თუმცა არ აქვს შესაძლებლობა და უფლება ჩაიწეროს ან გადასცეს აუდიო შეტყობინება. მიკროფონზე წვდომა საჭიროა, რადგან ანდროიდის ვერსია იყენებს Android Nearby ტექნოლოგიას, ორ სმარტფონს შორის მანძილის დასადგენად. ეს სერვისი იყენებს ულტრაბგერით სიხშირის ტალღებს, რისთვისაც ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მიკროფონზე წვდომა. მიკროფონის გამოყენება ხდება ულტრაბგერების (ყურისთვის შეუმჩნეველი სიხშირის ტალღა) აღსაქმელად, რათა მოხდეს მოწყობილობებს შორის მანძილის დადგენა. თუმცა, როდესაც მომხმარებელი აპლიკაციას დააყენებს, მართვის პანელიდან შეუძლია გადამოწმება, თუ რაზე აქვს აპლიკაციას წვდომა მინიჭებული, მიკროფონი ამ ჩამონათვალში არ არის. ყველა მონაცემი ინახება ექსკლუზიურად თქვენს ტელეფონში. სრული გამჭვირვალობისთვის, საწყისი კოდი ყველასთვის ხელმისაწვდომია Github– ზე: https://github.com/novid20org  ", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.