მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

25-31 დეკემბერს კერძო ავტომობილებს BUS LANE-ზე მოძრაობა შეეძლებათ

5fe49dbc54700
ანუკა ჯოხაძე
24.12.20 17:51
2925
25-31 დეკემბერს კერძო ავტომობილებს BUS LANE-ზე მოძრაობა შეეძლებათ - ამის შესახებ თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. როგორც ხმალაძე ამბობს, შეზღუდვების ფონზე კერძო ავტომობილებით გადაადგილება 20%-ით გაიზარდა, შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება ქალაქში დღესაასწაულების დროს ავტომობილების ნაკადებს განტვირთავს.

“მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ჩვენს მიერ შემუშავებული საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების აუცილებლობას.

პანდემიიდან გამომდინარე შემქნილი ვითარების გამო ვერ მოხერხდა 24 დეკემბრიდან, ანუ დღეიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება. ვინაიდან მოახლოვდა ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნებისთვის გადაადგილება ესაჭიროება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით, 25 დეკემბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში ე.წ BUS LANE-ებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება",- აცხადებს ირაკლი ხმალაძე. 

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა მთავრობის დადგენილებით, 28 ნოემბერს შეწყდა, მისი განახლება 24 დეკემებრიდან - დღეიდან იგეგმებოდა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება შეცვალა და ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ტრასნპორტის მუშაობის აღდგენა გადაიფიქრა.