24.დეკემბერი .2019 16:05

25 დეკემბერს ღამის საათებში ბაშის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობა შეიზღუდება

views 227
უკან

საქართველოს რეგიონული განვითრაბისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე ბაშის სატრანსპორტო კვანძე, ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა კვანძის აღმოსავლეთ ნაწილიდან დასავლეთ ნაწილში. რის გამოც, 2019 წლის 25 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის და ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა