12.მარტი .2020 17:49

25-ე მოქალაქის კორონავირუსით ინფიცირება იტალიასთან არის დაკავშირებული

views 1193
უკან

კორონავირუსით ინფიცირებული 25-ე დადასტურებული შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ეპიდემილიოგიური კვლევა მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ, 25–ე შემთხვევა იტალიაში უშუალო მოგზაურობას უკავშირდება, თუ აღნიშნული ქვეყნიდან ჩამოსულ, ვირუსით დაავადებულ მოქალაქესთან კონტაქტს, ამ დროისთვის უცნობია. 
   
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 25-მდე გაიზარდა.

ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე stopcom.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 49.