მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

25 მარტიდან 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც აიცრებიან - იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება

60586debf338b
ინგა მურუსიძე
22.03.21 14:16
743
ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისი იმუნიზაციის საბჭომ დღეს მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაცია უკვე შეუძლია 65 და 75 წელს ზემოთ მყოფ ყველა მოქალაქეს.

„ყველამ ვიცით, რომ სწორედ ეს ჯგუფები არიან ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლისთვისაც ინფექცია ყველაზე საშიშია და პროცესი დავაჩქარეთ. პორტალი ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი 25 მარტიდან იქნება. წინა პერიოდში კი მათ შეუძლიათ მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია, რომლითაც შეეძლებათ პორტალზე დარეგისტრირება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ასაკობრივ ჯგუფებთან ერთად ჩვეულებრივ აიცრებიან ექიმებიც, თუმცა იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი ვერ გამოიყენებენ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რაზე ხელმისაწვდომობაც ამ პერიოდში ჰქონდათ. ტიკარაძე ამბობს, რომ მოქალაქეებს ვაქცინის არჩევა შეეძლებათ.

ინფორმაციისთვის: საქართველოში უკვე არის „ასტრაზენეკას“ ვაქცინა და მიმდინარე კვირაში „ფაიზერსაც“ ელოდებიან.