სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოცხადდა სამი კონსოლიდირებული ტენდერი, რომელთა ჯამური ღირებულებაც 25.4 მილიონი ლარია. ამ თანხით მთავრობა 313 ახალი ავტომობილის შესყიდვას გეგმავს.
შესყიდვის შემდგომ, ავტომობილების უდიდესი ნაწილი შსს-ს უნდა გადაეცეს. ტექნიკური პარამეტრების მიხედვით, 87 ავტომობილი - პიკაპი, 176 - ჰეჩბეკი, 50 კი ჰიბრიდი უნდა იყოს. დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილები 2020 წლის მოდელები უნდა იყოს.
სამივე კონსოლიდირებული ტენდერი 29 სექტემბერს გამოცხადდა და კომპანიებს წინადადების წარსადგენად ვადა 4-დან 5 ოქტომბრამდე ექნებათ.
ამ ტენდერებში საშუალოდ ერთი ავტომობილის ღირებულება 81 ათასი ლარია. მათ შორის ყველაზე ძვირი 91 ათასი ლარი არის პიკაპის შესასყიდი ფასი, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი კი - 74 ათასი ლარია, რაც ერთი ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვაზე არის გათვალისწინებული.
7,899,600 ლარის კონსოლიდირებული ტენდერი 87 პიკაპის შესაძენად:
"50 (ორმოცდაათი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, 25 (ოცდახუთი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია შპს "საქართველოს მელიორაციისთვის", 10 (ათი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, ხოლო 2 (ორი) ერთეული - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის,"- ნათქვამია განაცხადში.
ცხენის ძალა - არანაკლებ 102;
სიგრძე არანაკლებ 5 მეტრი;
გადაცემათა კოლოფი - არანაკლებ 5 საფეხური.
13,766,368 ლარის კონსოლიდირებული ტენდერი 176 ჰეჩბეკის შესაძენად:
"150 (ას ორმოცდაათი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, 20 (ოცი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის, 4 (ოთხი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის, ხოლო 2 (ორი) ერთეული - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის," - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
ძრავის მოცულობა არაუმეტეს - 1.4 ლიტრი, ბენზინი (ტურბო გამაძლიერებლით);
150 ცხენის ძალით.
3,705,000 ლარის კონსოლიდირებული ტენდერი 50 ჰიბრიდული ავტომობილის შესაძენად:
"შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ოპერატიული დანიშნულების 50 (ორმოცდაათი) ერთეული სატრანსპორტო საშუალების (შემდგომში - საქონელი/სატრანსპორტო საშუალება/ავტომანქანა/ავტომობილი) სახელმწიფო შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის,"- ნათქვამია განაცხადში.
ძრავის მოცულობა - არაუმეტეს 2.5 ლიტრი ბენზინი (ჰიბრიდული ტიპის ძრავი);
ცხენის ძალა - 120-250.
ყველა შესასყიდი ავტომობილის ფერი თეთრი უნდა იყოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა