მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

25 ნოემბერს EBA-ს წევრები კარლ ჰარცელს შეხვდებიან

619badadab17d
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.21 10:15
653
დიგიტალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის (DCFTA) შედეგად შექმნილი ექსპორტის შესაძლებლობები, საჯარო შესყიდვები - ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ამ თემების განსახილველად 25 ნოემბერს, 10:30 საათზე, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან, სასტუმრო "ჰილტონ გარდენ ინნში" შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას EBA ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრები სხვადასხვა ბიზნეს სექტორიდან დაესწრებიან, მათ შორის: საბანკო, სადაზღვევო, საფინანსო, სამშენებლომ სოფლის მეურნეობა და წარმოება.

„პროექტის მიზანია, ბიზნესის კოორდინირებული და აქტიური მოქმედებების წახალისება, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის განხორციელების ხელშეწყობა და ევროკავშირის ეკონომიკური დიპლომატიის ინტერესების დაცვა. ამ პროექტის ფარგლებში ევროპული ბიზნესასოციაცია:
• განამტკიცებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნეს ურთიერთობებს, განსაკუთრებით ბიზნესის დაბრკოლებების აღმოფხვრის მხრივ;
• ხელს შეუწყობს ბიზნესის, მომხმარებელთა / ბენეფიციართა და ხელისუფლებას შორის სამართლიანი, ღია და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებას;
• გახდება ევროკავშირის მთავარი მოკავშირე, რომელიც სხვა არსებული (ზოგადი/სექტორული/ორმხრივი) ბიზნეს ორგანიზაციებისა და წევრი ქვეყნების საელჩოების შეხედულებებს გაუზიარებს. განსაკუთრებით კი იმ საელჩოების, რომელთაც საქართველოში ორმხრივი სავაჭრო პალატა არ გააჩნია“, - აღნიშნავენ ევროპულ ბიზნესასოციაციაში.

ღონისძიება ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში იმართება.