მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2.5 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 22.8 ათასი ტონა მანდარინი გავიდა

61b84a5016a0a
ვიქტორია მღებრიშვილი
14.12.21 19:30
591
2021 წლის 1 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 22.8 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 11.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 49%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 53%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წელს მანდარინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო, სადაც აღნიშნულ პერიოდში 15 447 ტონა პროდუქტი გავიდა. გარკვეული მოცულობებით ექსპორტი სომხეთში (4 225 ტონა), უკრაინაში (2 160 ტონა), მოლდოვაში (342 ტონა), ყაზახეთში (182 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), ბელორუსში (80 ტონა) და სხვა ქვეყნებში (140 ტონა) განხორციელდა.