"25 წელი ვიმუშავე საგარეო სისტემაში და მსგავსი პერიოდი არ მახსოვს", - ასე გამოეხმაურა "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე კონგრესმენების მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებულ წერილს, რომელშიც მათ საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ვარდნის და მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო გააკრიტიკეს.
"30 წლის წინ ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულება, რომელსაც პრაქტიკულად ვერც ერთ შემთხვევაში ვერც ერთი სიტუაცია ვერ შეცვლის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნება. თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროკავშირს, ევროპელებს უნდა მოვუსმინოთ, გავიზიაროთ მათი წინადადებები და შესაბამისად, უნდა მივყვეთ იმ რეგულაციებს, იმ გეგმას, რაც წესით ქვეყანას ვითარებიდან გამოიყვანს.
ყველა ის ვითარება, რომელიც ეხება რჩევას ამერიკის მხრიდან, მოვისმინოთ პირველ რიგში, ამის კულტურა უნდა გვქონდეს ყველას და პირველ რიგში ხელისუფლებას, უნდა მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ. რადგან ის რჩევები, რომლებიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან მოდის, ეს არის რჩევა. თუ ჩვენ გვაქვს იმის უნარი, რომ ყოველგვარი რჩევის გარეშე ვმართოთ ქვეყანა, კი ბატონო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასე არ არის. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვინდა, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი, მაშინ ყველა ის რეკომენდაცია და რჩევა უნდა გავითვალისწინოთ, რასაც გვაძლევენ. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი პოზიციები, მაგრამ მათიც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჭუმბურიძემ.
რაც შეეხება კონგრესმენების შეშფოთებას ანაკლიასთან და ეკონომიკურ სტაგნაციასთან დაკავშირებით, ჭუმბურიძე ამბობს, რომ 25 წელი იმუშავა საგარეო სისტემაში, თითქმის ყველა პოზიციაზე და მსგავსი პერიოდი არ ახსოვს.
"ეს დამაფიქრებელია და ძალიან სერიოზული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. კონგრესმენების წერილში მნიშვნელოვან საკითხებზე აქცენტების გაკეთება, ეს არის ისევ ჩვენთვის, ჩვენი განვითარებისთვის საჭირო. თუ ისე შევხედავთ, რომ მათგან არაფერს ვიღებთ, მაშინ რატომ ვთხოვთ სტრატეგიულ თანამშრომლობას, არ მესმის", - განაცხადა ჭუმბურიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის