28.ივლისი .2020 23:00

2.5 წლის თავზე “ღამის ეკონომიკის” სტრატეგია მზადაა, თუმცა, შესაძლოა ის შესაცვლელი გახდეს

2.5 წლის თავზე “ღამის ეკონომიკის” სტრატეგია მზადაა, თუმცა, შესაძლოა ის შესაცვლელი გახდეს
views 2107
უკან

2-წელიწადნახევრის შემდეგ თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის მენეჯმენტმა სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც, შესაძლოა ისევ შესაცვლელი აღმოჩნდეს.

“ახლა ვარკვევთ, რამდენად რელევანტურია ეს სტრატეგია Covid- 19-ის პანდემიის პირობებში” - ამბობს bm.ge-სთან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებისთვის ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადა, თუმცა, უშედეგოდ. საბოლოოდ, სტრატეგია ისევ ღამის ეკონომიკის მენეჯმენტმა დაწერა სერგი გვარჯალაძის ხელმძღვანელობით, თუმცა, რა წერია დოკუმენტში და მოუწევთ თუ არა მისი ხელახლა დაწერა, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

“ღამის ეკონომიკის სტრატეგია შემუშავდა, თუმცა, ის, რაც ახლა ხდება, პანდემია მაქვს მხედველობაში, რადიკალურად ცვლის იმ პრიორიტეტებს, რაც გამოყოფილია. ახლა ზუსტად ამ ფაზაში ვართ, რამდენად რელევანტურია ეს სტრატეგია ამ პანდემიის პირობებში. ძალიან მალე ამასთან დაკავშირებით გავაკეთებთ პრეზენტაციას”,- განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის მენეჯერად სერგი გვარჯალაძე 2018 წლის მარტში დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა