მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 მაისის გალა კონცერტზე კულტურის სამინისტრო 135,768 ლარს დახარჯავს

60a65031895d9
BM.GE
20.05.21 16:53
1553
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი გალა კონცერტის გამარტივებული შესყიდვის თაობაზე. დოკუმენტის თანახმად, კულტურის სამინისტრო ღონისძიებაზე 135,768 ლარს დახარჯავს.

წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 26 მაისს საქართველომ პოლონეთის პრეზიდენტს ანდრეი დუდას უნდა უმასპინძლოს. კულტურის სამინისტროს გარდა 26 მაისისთვის თანხებს დახარჯავენ მთავრობის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. უშუალოდ გალა კონცერტის მომსახურებას კი კულტურის სამინისტრო შეისყიდის.

“26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოველწლიურად სხვადასხვა სახის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებები იგეგმება საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გამომდინარე აქედან შემსყიდველი ორგანიზაცია დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი აქტივობების ნუსხა განისაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წლის 14 მაისის N782 განკარგულების საფუძველზე, შესაბამისად, მოცემული შესყიდვა წინასწარ ვერ დაიგეგმებოდა,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. 

ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა ასეთია:

1. გახმოვანების აპარატურა და ხმის რეჟისურა - 2 დღე - 6000ლ.

2. ლედ ეკრანი - პ8, 80კვ/მ მონტაჟი-დემონტაჟი და დღიური იჯარა - 20800ლ.

3. გრაფიკა - 26 მაისის ღონისძიების ვიდეო ვიზუალების დამზადება სცენარის მიხედვით - 5900ლ.

4. დეკორაციები - დეკორაციის მომზადება, მონტაჟი-დემონტაჟით - 32694.4ლ.

5. სცენის შეფუთვა ყვავილებით - სცენის ე.წ. სარკე 16 მ. . კუთხის 2 კომპოზიცია, 12 შანდლის მოკაზმულობა, გადაზიდვა, ფლორისტის მომსახურება - 4630ლ.

6. სატელევიზიო გადაღება - მოძრავი სატელევიზიო სადურით მომსახურება, მოძრავი სატელიტური სადგური, გენერატორი, თავისუფალი სიგნალის გავრცელება, გადამღები ჯგუფის მომსახურეობა - 27000ლ.

7. საეთერო გახმოვანება - გალა კონცერტის პირდაპირი ეთერის საეთერო გახმოვანების უზრუნველყოფა - 10000ლ.