მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 მაისს მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება

6287591b6bdba
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.22 13:32
810
26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 2-2 რეისს შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ხუთშაბათს, 26 მაისს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით არსებული განრიგის გარდა, დამატებით კიდევ ერთი ფრენა 13:30 საათზე შესრულდება, ხოლო გამოფრენა მესტია-ნატახტრის მიმართულებით - 15:15 საათზე განხორციელდება.

ასევე, 26 მაისს, ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: ნატახტარი-ამბროლაური 16:30 საათზე, ხოლო ამბროლაური-ნატახტრის მიმართულებით 17:45 საათზე.

„26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიასა და ამბროლაურში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. დამატებით რეისებზე მოთხოვნა გაზრდილმა მგზავრთნაკადმა გამოიწვია“, - განმარტავენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/.