26.მარტი .2020 21:07

26 მარტის ვაჭრობის შედეგები ლონდონის ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიებისთვის

26 მარტის ვაჭრობის შედეგები ლონდონის ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიებისთვის
views 463
უკან

26 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპმანიების ნაწილის ფასი მცირედით შემცირდა.

ერთადერთი ქართული კომპანია, რომლის აქციების ღირებულებაც დღეს გაიზარდა "საქართველოს კაპიტალია" (CGEO), რომლის აქციების ღირებულების ზრდამ 1.08% შეადგინა, ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 4.70 გირვანქა სტერლინგი ღირს.

BGEO-ს აქციების ღირებულება 2.84%%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 10.25 გირნავქა სტერლინგს შეადგენს. 

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" (GHG) აქციების ღირებულების შემცირებამ კი 0.64% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 77.5 პენსი გახდა. 

TBC-ის აქციების ღირებულების ცვლილება კი 0%-ს შეადგენს, შესაბამისად, ის კვლავ 7.50 გირვანქა სტერლინგი ღირს. 

რაც შეეხება თავად ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ინდექსს FTSE 100-ს ის დღეს 2.24%-ით გაიზარდა, FTSE 250-ის ინდექსი კი, რომლის შემადგენლობაშიც ქართული კომპანიებიც შედიან დღეს 3.78%-ით არის გაზდრილი.