16.ოქტომბერი .2019 22:05

26 ოქტომბერს თბილისში H&M-ის მესამე მაღაზია იხსნება

views 978
უკან

26 ოქტომბერს, 11:00 საათზე თბილისში, „სითი მოლ საბურთალოში“ H&M-ის მესამე მაღაზია იხსნება.

„გალერეა თბილისში“ და „ისთ ფოინთში“ არსებული 2 მაღაზიის შემდეგ, მესამე მაღაზიის გახსნა H&M-მმა ოფიციალურ გვერდზე უკვე დაანონსა.

როგორც რამდენიმე თვის BM.GE-ის „სითი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელმა განუცხადა, სივრცეში H&M-ის გარდა მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილესი დისტრიბუტორი კომპანიის „ინდიტექსის“ ჯგუფის ყველა ბრენდი - ZARA, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, PULL&BEAR და Oysho იქნება წარმოდგენილი.

„სითი მოლი საბურთალოს“ მშენებლობაში ჯამში, დაახლოებით, 200 მლნ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. განახლებული სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“  ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების კვეთაზე ჯამურად 120 000 კვ.მ ფართობზე განთავსდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა