მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 თებერვალს ოპოზიცია მასშტაბურ აქცია-მსვლელობას გეგმავს

6034f0d64a936
ინგა მურუსიძე
23.02.21 16:20
707
ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დღესვე ოპოზიციის ლიდერებმა მომავლის გეგმები დააანონსეს.

კერძოდ, 26 თებერვალს გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, აქცია-მსვლელობა 15:00 საათზე, ფილარმონიიდან დაიწყება და ის "დიქტატურის წინააღმდეგ იქნება მიმართული".

ოპოზიციის ლიდერები სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ დიქტატურაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროტესტი იქამდე არ დასრულდება, ვიდრე „ხელისუფლება არ დასრულდება“.

ინფორმაციისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში აიყვანეს. ხელისუფლება მომხდარს კანონის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებად აფასებს.