მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

27 აფთიაქში მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტი გამოვავლინეთ - რეგულირების სააგენტო

6255477765fd7
თელარა გელანტია
12.04.22 13:31
743
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის ფაქტი 27 აფთიაქში გამოავლინა.

როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, სამართალდარღვევა თბილისში, როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში დაფიქსირდა. საუბარია მე-2 ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე, რომლის რეცეპტიც 1-ლი მარტიდან მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.

გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადაეგზავნა სასამართლოს.

რეგულირების სააგენტო აგრძელებს სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას. მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის კონტროლი, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი მარტიდან, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტი, მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ გამოიწერება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.