24.აპრილი .2020 14:52

27 აპრილიდან ავტომობილებით გადაადგილება დასაშვებია, ღია აგრარული ბაზრები იხსნება - პრემიერი

views 3376
უკან

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ე.წ ეკონომიკის გახსნის ეტაპები წარმოადგინა.

მისი განმარტებით, შეზღუდვების მოხსნის თვალსაზრისით ყოველ მომდევნო ეტაპს შორის დროის შუალედი ორი კვირა იქნება.

ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპს წარმოგიდგენთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება; გარდა ამისა, სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, ონლაინ-ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ ჩამოთვლილი სერვისებისა და პროდუქტების მიმწოდებლებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი პროტოკოლის მიხედვით უნდა იმუშაონ.

აქვე, გახარიამ აღნიშნა, რომ „პანდემიამ ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიური ქცევა შეცვალა ისე, რომ გარკვეული შეზღუდვები და ღონისძიებები წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად დარჩება და ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელი იქნება ეკონომიკის აღდგენასა და გახსნაზე საუბარი“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა