24.აპრილი .2020 11:41

27 აპრილს Myway ავსტრიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანს

views 331
უკან

მიმდინარე წლის 27 აპრილს, ვენა-თბილისის მიმართულებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად რეისსავიაკომპანია Myway შეასრულებს.

როგორც bm.ge-ის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის იქნა მიღწეული. 

„კერძოდ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია Myway გეგმიურ-ტექნიკურ გადაფრენას ახორციელებდა  პრაღაში. კომპანიამ გამოთქვა კეთილი ნება მონაწილეობა მიიღოს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით კომპანია პრაღიდან უკანა ფრენას განახორციელებს ვენის გავლით და სამშობლოში დააბრუნებს ავსტრიაში მყოფ და ასევე ქ.ვენაში ტრანზიტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
ბილეთების რეალიზაცია დაიწყება რეისამდე ორი დღით ადრე, ავიაკომპანია Myway-ს ვებ-გვერდზე“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, უშუალოდ პრაღაში 2 მაისს შესრულდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვული რეისი კომპანია Georgian Airways მიერ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა