მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

27 მაისს ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

628f594922e41
BM.GE
26.05.22 14:43
617
27 მაისს ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ bm.ge-ს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 154-ე კილომეტრზე, ხევი-უბისას მაგისტრალის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია "ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ საქართველოს ფილიალი გვირაბის პორტალის ექსკავაციის სამუშაოებს ახორციელებს.

რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2022 წლის 27 მაისს 01:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 20 წუთიანი ინტერვალით ჩაიკეტება. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.