27.იანვარი .2023 17:12

28 იანვარს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

28 იანვარს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
views 607
უკან

28 იანვარს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყებაში საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზს განმარტავენ, რომლის მიხედვით თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია "ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ გზის ღერძზე ბოძკინტების აღდგენის სამუშაოებს ახორციელებს.

მათი ცნობით, სამუშაოებისა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით 28 იანვარს 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე ჩაიკეტება.

„დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 159-ე კმ-დან (სოფ. ვერტყვიჭალასთან არსებული სატრანსპორტო კვანძიდან), საავტომობილო გზის ძველ მიმართულებაზე განხორციელდება“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა