"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტს ფეხბურთის მატჩისთვის გაყიდული ყველა ბილეთის მფლობელს გადაადგილების უფლება ავტომატურად მიენიჭება, რაც მატჩის შემდგომ გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას უზრუნველყოფს" - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბილეთები მხოლოდ ონლაინრეჟიმში გაიყიდება.
„მოგახსენებთ, 28 მარტს დაგეგმილი საერთაშორისო მატჩების შესახებ, რომელიც გაიმართება ფეხბურთსა და რაგბიში. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ მატჩებზე მოხდება გულშემატკივართა 30%-ის დაშვება, ცხადია, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით და ყველა ღონისძიება იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად ჩატარდეს ეს შეხვედრები.
რაგბის მატჩი - 15:00 საათზე, ხოლო ფეხბურთის 20:00 საათზე გაიმართება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთის მატჩის მაყურებლები მოხვდებიან შეზღუდვების პერიოდში, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა გაყიდული ბილეთის მფლობელს ავტომატურად მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ", - განაცხადა ღიბრაძემ.
მისივე განმარტებით, პროცედურებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია განთავსდება როგორც შესაბამისი ფედერაციების ვებგვერდებზე, ისე - tkt.ge-ზე.
ამასთან, ბილეთები უახლოეს დღეებში, მხოლოდ ონლაინრეჟიმში გაიყიდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი