მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

29 სამედიცინო ასოციაცია ყრილობას აანონსებს - რა იწვევს ექიმების პროტესტს?

5f64ade5b723f
BM.GE
18.09.20 16:50
1538
თბილისში საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ საკითხად განიხილებოდა ბრალდებული ექიმების საქმე.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სასამართლოს კიდევ ერთხელ წარედგინოს თავდებობის წერილი და მოთხოვნილ იქნეს წინასწარი პატიმრობის გაუქმება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპისთვის დარგობრივი ასოციაციების ექსპერტებს შეჩერებული აქვთ რეცენზიების მომზადება სხვადასხვა უწყებებისთვის და პროტესტის ეს ფორმა შენარჩუნდება სანამ არ მოხდება ვახტანგ ყიფიანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ის ვითარება, რაც ქვეყანაში შეიქმნა ექიმებისადმი დამოკიდებულების კუთხით, არის მიუღებელი და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამედიცინო დარგის განვითარებას.

სხდომაზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. დაიგეგმოს გაერთიანების წევრების საერთო ყრილობა. ყრილობის სავარაუდო დროდ განისაზღვროს 2020 წლის ოქტომბრის ბოლო კვირა;

2. დარგობრივმა ასოციაციებმა მოახდინონ საკუთარი წევრების მობილიზება და წარმოადგინონ ყრილობაზე დამსწრე დელეგატების სახელობითი სია;

3. ყრილობის ჩატარების ზუსტი თარიღი და ადგილი გადაწყდება დელეგატების რაოდენობის განსაზღვრის შემდეგ;

4. ყრილობაზე წარმოდგენილი და დამტკიცებული იქნება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და საკანონმდებლო ინიციატივები, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში დარგობრივი ასოციაციების როლის გაზრდას, რათა მათ ისეთივე როლის შესრულება შესძლონ
სამედიცინო სფეროში , რასაც პროფესიული ასოციაციები ასრულებენ სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

გადაწყვეტილება დამტკიცებულია და საერთო ყრილობა შედგება შემდეგი ასოციაციების
მონაწილეობით:

1. აიპ “საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია” გიორგი ინგოროყვა
2. აიპ “საქართველოს უროლოგთა ასოციაცია” არჩილ ჩხოტუა
3. აიპ “საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაცია” სულხან ლომინაძე
4. აიპ “საქართველოს ქირურგთა ასოციაცია” გელა არაბიძე
5. აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია” ზაზა
ლაზარარშვილი
6. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა” - თენგიზ ასათიანი
7. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” ნიკოლოზ
კინტრაია
8. აიპ “საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია” - ლადო კუჭავა, გურამ მენთეშაშვილი
9. აიპ “საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირი - სტოკ” ზურაბ ხაბეიშვლი
10. აიპ "საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სკოლა" ცოტნე
სამადაშვილი
11. აიპ "საქართველოს ინტერვენციონალისტ კარდიოლოგთა ასოციაცია“ შალვა რცხილაძე
12. აიპ ,,საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია” კახაბერ ეცადაშვილი
13. აიპ “საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია“ გიორგი ჩიჩუა
14. აიპ „საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაცია“ -გიორგი გოცაძე
15. აიპ “ალიანსი კიბოს წინააღმდეგ” მიხეილ ჯანჯალია
16. აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” გიორგი ჩახუნაშვილი
17. აიპ "საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია" თამარ ყანდაშვილი
18. აიპ " საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია" დავით გორდელაძე
19. აიპ " მერაბ კილაძის სახელობის საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია" - დავით აბულაძე
20. აიპ "საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია"- მალხაზ მიზანდარი
21. აიპ " ავლიპ ზურაბიშვილის სახ. საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება" -ეკა ჭყონია
22. აიპ "საქართველოს გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია" ზურაბ
ფაღავა
23. აიპ "საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია" -ლიკა ჯანაშვილი
24. აიპ "ცერებული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება" მარიკა ალფაიძე
25. აიპ საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია გია თომაძე
26. აიპ „რადიაციულ ონკოლოგიის ეროვნული ასოციაცია“ დარეჯან ლომიძე
27. აიპ საქართველოს სასწრაფო დახმარების ექიმთა ასოციაცია - გიორგი ვაშაკიძე
28. აიპ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია - მარინა მამალაძე
29. აიპ „პჯდ ხარისხის მართვის საკონსულტაციო ჯგუფი“ -მარინა შიხაშვილი