მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3-12 მაისს მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, საქალაქთაშორისი გადაადგილება არ იზღუდება

6086ad35940cd
ინგა მურუსიძე
26.04.21 16:07
3013
მთავრობის გადაწყვეტილებით, 3-12 მაისს ყველა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებია, შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება“, - განაცხადა ღიბრაძემ და დასძინა, რომ ეს შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა მუნიციპალურ ტრანსპორტს.

მისივე თქმით, შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებას.