მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი, აჭარა, იმერეთი - 21 ნოემბრის covid-გეოგრაფია

6199f155d71b3
თელარა გელანტია
21.11.21 11:11
1147
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 772 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 749 699.

დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 11 498 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 415 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 621, ქვემო ქართლი - 173, შიდა ქართლი - 242, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი -260, კახეთი - 253, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 023 საიდანაც:

6 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 568, აჭარაში - 561, იმერეთში - 1 412.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 667 პირი, მათ შორის, თბილისში - 660, აჭარაში - 124, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 46, იმერეთში - 37.

1 157 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 766 - თბილისში, 227 - აჭარაში.

43 261 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 152 ადამიანი.