მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 აკრძალვა და 1 ვალდებულება "ყვითელ მიკროავტობუსში" - კომპანია განცხადებას ავრცელებს

5ece410ba8d32
ანუკა ჯოხაძე
27.05.20 14:27
9837
კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

“კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ 29 მაისიდან სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. კერძოდ: აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის აყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე, სავალდებულოა, სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

ამასთან ერთად, მოგახსენებთ, რომ COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველდღე ჩაუტარებს დეზინფექციას. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ წინასწარ მადლობას უხდის მგზავრებს დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.