მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც კობა გვენეტაძემ სებ-ის პრეზიდენტის პოსტზე გამოკვეთა

5fabcaec406ad
ინგა მურუსიძე
11.11.20 15:40
635
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ინტერვიუ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ს მისცა. ვრცელ ინტერვიუში ცენტრალური ბანკის პირველი პირი იმ პრიორიტეტებზეც საუბრობს, რომელიც მან სებ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გამოკვეთა. გვენეტაძის თქმით, ეს პრიორიტეტებია - არასაბანკო სექტორი, ფინანსური განათლების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება და კაპიტალის ბაზრის განვითარება.

„სებ-ის პრეზიდენტობისთანავე განვსაზღვრე ის რამდენიმე მიმართულება, რომელიც საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. პირველ ადგილზე ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის გაუმჯობესება იყო, რომელიც ეროვნულ ბანკში 2009 წელს დაინერგა. ამისთვის საჭირო იყო მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების განვითარება და გაძლიერება. ამავდროულად, ეროვნული ბანკი Basel III-ის სტანდარტებს უახლოვდებოდა, შესაბამისად ამ პროცესის დასრულებაც პრიორიტეტული იყო. ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან ინფორმაციის გამჟღავნების თვალსაზრისით, საკმაოდ ბევრი მოთხოვნა იყო. ამავდროულად, თავდაუზოგავად ვმუშაობდით პილარ 3-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. აქცენტი 3 ძირითად მიმართულებაზე გაკეთდა. 

პირველი მიმართულება იყო არასაბანკო სექტორი. ჩემი მოსაზრებით, ძირითადი ინდიკატორებიდან გამომდინარე, არასაბანკო სექტორის ზრდა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა. მეორე მიმართულება ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება იყო. ონლაინ სესხები ძალიან მაღალი საპროცენტო სარგებლით გაიცემოდა და მომხმარებლები სრულად ვერ აცნობიერებდნენ იმ რისკებს, რაზეც ხელს აწერდნენ. მესამე ელემენტი კი კაპიტალის ბაზრის განვითარება იყო, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამომდინარე იქიდან, რომ საბანკო სისტემა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, კაპიტალის ბაზრები „დაიჩრდილა". შესაბამისად, რეფორმა აუცილებელი იყო, თუმცა ამას დრო სჭირდება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, მოგვიანებით სხვა საკითხებიც გამოიკვეთა.