თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ხელმოწერის და საექსპორტო ბაზრებზე წვდომის გამარტივების მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი კვლავ დსთ-ის ქვეყნებზეა კონცენტრირებული, - ამის შესახებ წერია კვლევაში - "აგრარული მეურნეობა - გამოწვევები და შესაძლებლობები", რომელიც „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ გამოაქვეყნა.
„კონცენტრაციას განაპირობებს აღნიშნულ ბაზრებზე შედარებით მარტივი წვდომა (ევროპულ ბაზრებთან შედარებით დაბალი სტანდარტები, უფრო ადვილი ტრანსპორტირება, ნაკლები ენობრივი ბარიერი და ა.შ.), აღნიშნულ ქვეყნებში ქართული პროდუქციის ცნობადობა და ისტორიულად ჩამოყალიბებული მოხმარების ჩვევები, თუმცა რუსეთი, და ზოგადად დსთ, როგორც ძირითადი საექსპორტო ბაზარი, ეკონომიკური და პოლიტიკური რისკის მატარებელია. რისკის გარდა, მსგავსი კონცენტრაცია სექტორის სისუსტეებზე მეტყველებს“, - წერია კვლევაში.
როგორც BAG-ში ამბობენ, მწარმოებელთა დიდ ნაწილს ახალ ბაზრებზე შესაღწევად სამი ძირითადი ფაქტორი უშლის ხელს, ესენია: არ აქვთ კონკურენტული ფასი და შესაბამისი ხარისხი; ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხოების სტანდარტებსა და ნორმებთან შესაბამისობას, ასევე ვერ უზრუნველყოფენ პროდუქციის ჰომოგენურობას და მოთხოვნილ რაოდენობას.
ამას გარდა, ასოციაცია ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე შესვლისთვის პრობლემად ასახელებს იმასაც, რომ ასეთი ბაზრებისთვის ნაკლებად ცნობილია ქართული პროდუქტი და სანდოობის მოპოვება და მომხმარებელთა ჩვევების ცვლილება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ეს ყველაფერი ტრადიციული ბაზრების ახლით ჩანაცვლებას უშლის ხელს და განსაკუთრებით მცირე მეურნეობებს აბრკოლებს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის რესპონდენტები ევროპულ ბაზარზე ქვეყნის არც თუ ისე სახარბიელო იმიჯზეც საუბრობენ, რის მიზეზადაც არაკეთილსინდისიერ მიმწოდებლებს ასახელებენ და უცხოელი შემსყიდველების ქართველ მიმწოდებლებთან არასასიამოვნო თანამშრომლობის რამდენიმე შემთხვევაზე საუბრობენ. ასეთი ფაქტების შედეგად, რთულდება ნდობის მოპოვება და პარტნიორის მოძიება.
BAG-ის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ კეთილსინდისიერი მიმწოდებლები იჩაგრებიან, ამიტომ, სასურველია, შეიქმნას მექანიზმი, რომელიც შეზღუდავს მისაწოდებელი პროდუქციით მანიპულაციის შესაძლებლობას, გააკონტროლებს და უზრუნველყოფს მიმწოდებლის სანდოობას, დაიცავს შემსყიდველს მსგავსი ფაქტის განმეორებისგან და გააუმჯობესებს მთლიანად ქვეყნის, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯს.
„მაგალითად, საქართველო ღვინის სამშობლოს სახელით პოზიციონირდება მსოფლიოში და ქართული ღვინო ნელ-ნელა აფართოებს მომხმარებელთა წრეს სხვადასხვა ქვეყანაში. აღნიშნული წარმატება დიდი შრომის შედეგია და მის შესანარჩუნებლად სიფრთხილეა საჭირო. მიუხედავად ამისა, 2019 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საექსპორტო პროდუქციის ინსპექტირების მიზნით მხოლოდ 750-მდე ნიმუში აიღო, მაშინ როცა ქვეყნიდან 94 მლნ ბოთლის ექსპორტი განხორციელდა 53 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ ღვინის ექსპორტის მოცულობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება, ხოლო სააგენტოს გაძლიერება და დამატებით აღჭურვა იგივე ტემპით არ ხდება. შედეგად, საექსპორტო ღვინის გაზრდილი ნაკადის საკმარისი კონტროლი ვეღარ ხორციელდება. საექპორტო პროდუქციის სათანადო კონტროლი კი აუცილებელია საექსპორტო ბაზრებზე მოპოვებული ნდობის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად“, - ნათქვამია BAG-ის კვლევაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა