29.მარტი .2020 09:40

3 გაურკვევლობა პანდემიის პირობებში- საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" გენდირექტორის მოსაზრება

views 2049
უკან

სულ სამ გაურკვევლობას ჩამოვთვლი, - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გოცაძემ გადაცემა “ანალიტიკაში“ კორონავირუსის გამო შექმნილი ვითრების შეფასებისას განაცხადა.

„პირველი - რა არის ამ ვირუსის გადაცემის სიჩქარე?დღესდღეობით მეტნაკლებად ვთანხმდებით, რომ იგი სადღაც 2-3-ია. ანუ ერთი ადამიანი 2-ს აინფიცირებს, ან სამს. მაგრამ არავინ არ ვიცით, სხვადასხვა კლიმატურ პირობებში როგორ მუშაობს ეს ვირუსი. მე მესმის, რომ ზაფხული მოვა, ვირუსი აღარ იქნება... არ ვიცით ეს.

მეორე - არის რაღაცები, რაც არის ფაქტი და კითხვის ნიშანი არავის აქვს და ბევრი რაღაცები კი არ ვიცით. მაგალითად, თუ ჩვენ ხელს არ ჩამოვართმევთ, თუ ორი მეტრის დაშორებით ვიჯდები და საერთოდ ახლა სკაიპით, რომ ჩავრთულიყავით, ჩვენ ნამდვილად დაცული ვართ და ვამცირებთ ალბათობას ინფექციის გადაცემის. მაგრამ ამ ალბათობას რომ ვამცირებთ, ვამცირებთ ასევე დაავადებული ადამიანების რაოდენობას, ვინც ამ დაავადებას გადაიტანს. შესაბამისად ჩვენს მოსახლეობას ავიღებთ, რაც უფრო შევამცირებთ გადაცემის სიხშირეს, მით უფრო ნაკლები ადამიანი დაავადდება, რაც ფანტასტიკურია.

მაგრამ რა არ ვიცით, რომ ის, ვინც არ გადაიტანს და ეს თუ იქნება მოსახლეობის 2/3 ან 3/4, რამდენ ხანში დაემართება ეს დაავადება და ხომ არ გვექნება დაავადების მეორე ტალღა, რომელიც ისევ სერიოზულ იზოლაციამდე მიგვიყვანს. ამიტომ იმდენი უცნობია, რომ, სად გაავლო და როდემდე გქონდეს სოციალური თუ ფიზიკური იზოლაცია თუ კარჩაკეტილობის პოლიტიკა და როდის გახსნა, რომ ეკონომიკამ სუთქვა დაიწყოს, არავინ იცის“, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.

მისივე თქმით, სცენარის შემუშავება აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ იქნება მაღალი სიზუსტის.