მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 კითხვა ფინანსთა მინისტრს გიგლა მიქაუტაძისგან

5e538f518224b
BM.GE
24.02.20 12:55
909
პოლიტიკური გაერთიანების ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს სამი კითხვით მიმართავს.

ამის შესახებ bm.ge-ის პარტიიდან აცნობეს.

,,დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის საკომიტეტო მოსმენა უნდა გამართულიყო, სადაც მას სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონზეც უნდა ესაუბარა. ამ კანონის საშუალებით, 2017 წელს ფინანსთა სამინისტრომ მოკლა კონკურენცია ლატარიის ბაზარზე და დააკანონა მონოპოლია.

მართალია, მინისტრი არ მივიდა პარლამენტში და ამით დაარღვია რეგლამენტი, მაგრამ მე მაინც მსურს, 3 კითხვით მივმართო მას:

1. რა ბედი ეწია 200 მილიონ ლარს, რომელიც, 2009-2016 წლებში არ გადაუხადა ბიუჯეტს შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ და ვინ აგო ამაზე პასუხი?
2. რამდენმა კომპანიამ მიიღო 2017 წელს ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ჩატარებულ ტენდერში მონაწილეობა, რომლის შედეგადაც კერძო კომპანია შპს "ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი" ექსკლუზიური უფლების მფლობელი გახდა 10 წლის განმავლობაში და როგორ ასრულებს ეს კომპანია აღებულ ვალდებულებებს?
3. იცნობთ თუ არა სხვა რომელიმე ქვეყნის წარმატებულ პრაქტიკას, სადაც ლატარიის ჩატარების უფლება მხოლოდ ერთ კერძო კომპანიას აქვს?

იმედია, მინისტრის პასუხი იქნება დროული და ადეკვატური და ის არ მოგვიწოდებს შევეგუოთ მონოპოლიას’’, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ.