მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 მარტის ლარის კურსი ცნობილია

603e37e28505f
თელარა გელანტია
02.03.21 17:08
778
2 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 3.3252 ლარამდე გამყარდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.16 თეთრი შეადგინა.

ლარი დღეს ევროს მიმართაც გამყარდა 3.9976 ლარამდე, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0101 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.25 თეთრი შეადგინა.

დღეს ეროვნული ვალუტა თურქული ლირის და ფუნტის მიმართაც გამყარდა, შესაბამისად, 0.4537 და 4.6187 ლარამდე.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები 3 მარტიდან შევა ძალაში.