მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 მარტს, ბათუმში Le Méridien-ის სასტუმრო გაიხსნება - პროექტის ღირებულება $80 მლნ-ია

5e5696674a678
თელარა გელანტია
26.02.20 20:04
2711
სასტუმროების ცნობილ ბრენდებს შავი ზღვის სანაპიროზე Marriot-ის ბრენდის  5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ის სასტუმრო დაემატება. ორი ნაწილისგან შემდგარი “ბათუმი თაუერი“ ოფიციალურად 3 მარტს გაიხსნება.

როგორც bm.ge-ის დეველოპერულმა კომპანიიდან აცნობეს, “რედკომ“ „ბათუმი თაუერის“ შენობა 25 მილიონ დოლარად შეიძინა. პროექტის ჯამური ღირებულება 80 მილიონი დოლარია.

„205 მეტრის სიმაღლის „ბათუმი თაუერი“ ყველაზე მაღალი შენობაა კავკასიაში.  პროექტის ერთი ნაწილი შედგება 35 სართულისგან და მოიცავს როგორც  რეზიდენციებს ასევე სამორინეს. ბათუმი თაუერის 26-ე სართულზე  დამონტაჟებულია პანორამული ბორბალი, ამავე სართულზე განთავსდება  ლაუნჯ რესტორანიც. კომპლექსი მდებარეობს ბათუმის ცენტრში, შავი ზღვის  სანაპიროზე. რაც შეეხება პროექტის მეორე ნაწილს, Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ის სასტუმრო, 105 ნომრით, ღია და დახურული აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, რამდენიმე რესტორნით, ლაუნჯითა და საკონფერენციო დარბაზებით უმასპინძლებს სტუმრებს 3 მარტიდან. პროექტის ინტერიერის დიზაინის კონცეფციაზე იმუშავა ქართულმა კომპანია „რუმსმა“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ რელიზში.

ცნობისთვის: Le Meridien-ის ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. რაც შეეხება Marriott-ს, მის ქსელში ამჟამად შედიან ისეთი ბრენდების სასტუმროები როგორებიცაა The Ritz-Carlton, St. Regis , JW Marriott, Ritz-Carlton Reserve, The Luxury Collection, W Hotels, EDITION, Le Meridien, Marriott Hotels, Sheraton.