მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 მლნ მოქალაქეს 3 მლნ კონტროლიორს ვერ დავუნიშნავთ - ეკატერინე ტიკარაძე

60cb3f5169404
ინგა მურუსიძე
17.06.21 16:33
1270
3 მლნ მოქალაქეს 3 მლნ კონტროლიორს ვერ დავუნიშნავთ, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.

ტიკარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლების დამატებაზე კოვიდ-რეგულაციების შესრულების კონტროლის მონიტორნგის კუთხით. 

„ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად გაზრდილი თანამშრომლების რაოდენობა და სამწუხაროდ, 3 მლნ საქართველოს მოქალაქეს 3 მლნ კონტროლიორს ვერ დავუნიშნავთ. ჩვენ ვართ მაღალი შეგნების მოქალაქეები და დარწმუნებული ვარ, საქართველოს არ დაავიწყდება ის, რაც შარშან მივიღეთ აჭარაში და არ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც მოვიქეცით აჭარაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.