მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 ნაბიჯი მოსალოდნელი კრიზისის წინააღმდეგ - "ლელოს" მოწოდება მთავრობას

5e5fc2896afbd
BM.GE
04.03.20 18:59
1302
„სამწუხაროდ, კორონავირუსი უკვალოდ ვერ ჩაივლის საქართველოს ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი, ტურიზმის სექტორისთვის“, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე აცხადებს.

მისი თქმით, მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ანტიკრიზისული გეგმა უნდა შემუშავდეს.

„უკვე ვრცელდება ინფორმაცია გაუქმებული ჯავშნების მაღალ რიცხვზე და ტურისტების კლებაზე, რასაც ქვეყანა შესაბამისად უნდა შეხვდეს მომზადებული. მოსალოდნელია, რომ რთულ ფინანსურ ვითარებაში აღმოჩნდება სასტუმროების დიდი ნაწილი და ისინი დამდგარ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში თანადგომას საჭიროებენ. ამიტომ სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ანტიკრიზისული გეგმა, რისთვისაც მთავრობამ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

1. სასწრაფოდ უნდა გაიმართოს შეხვედრა ტურიზმის სექტორულ ასოციაციებთან და გაანალიზდეს მოსალოდნელი სირთულეები. ასევე, უნდა შეიქმნას საფინანსო ორგანიზაციებისა და მთავრობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეაფასებს დარგში შესაძლო ფინანსური პრობლემების მასშტაბს;

2. მთავრობამ უნდა შექმნას სპეციალური სტაბილურობის ფონდი და საბანკო სექტორთან აწარმოოს მოლაპარაკება სესხების რესტრუქტურიზაციის თაობაზე;

3. ტურიზმის სექტორში, კრიზისის გადალახვამდე, უნდა ამოქმედდეს საგადასახადო შეღავათები.

იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია ზაფხულისთვის გაუმჯობესდება. მანამდე კი, საჭიროა ქვეყნის შიგნით ყველა რესურსის მობილიზება, ვითარებიდან მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გამოსვლის მიზნით“, - აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.