მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 ოქტომბერს ქვეყანაში 4 124 ადამიანი აიცრა - NCDC

615b053b64236
ინგა მურუსიძე
04.10.21 19:29
680
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 818 258 აცრა. 

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 989 294 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.8%, სრულად ვაქცინირებულია 828 964 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.0 %.

3 ოქტომბერს აიცრა 4 124 ადამიანი. 

საქართველოში იმუნიზაცია ოთხი ვაქცინაციით მიმდინარეობს: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი" და "სინოვაკი".