მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 საქმე, რომელსაც საქართველოს კონკურენციის სააგენტო აჭარაში იკვლევს

5e9594d1e35c6
თელარა გელანტია
15.04.20 09:40
942
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აჭარის რეგიონში, კონკურენციის სააგენტო სამ მიმდინარე საქმეს სწავლობს.

როგორც bm.ge-მ გაარკვია, აღნიშნული საქმეებია:

1. „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ (ბათუმის ფილიალი) მიმართ დაწყებული მოკვლევა;

2. კერძო აუდიტორული კომპანიის საჩივარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ (მიმდინარეობს საჩივრის განხილვა);

3. კერძო კომპანიის საჩივარი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე. სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად, დადგინდა დარღვევა და შესაბამის უწყებას დაევალა დარღვევის გამოსწორების მიზნით ზომების გატარება. (პროცესი მიმდინარეობს სასამართლოში).

საქმეების დეტალებზე სხვა კომენტარი, ჯერჯერობით, არ კეთდება.

შეგახსენებთ, 1 აპრილიდან აჭარაში კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლად ტარიელ გიორგაძე დაინიშნა.

სააგენტოს ცნობითვე, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც მიზნად ისახავს უწყებებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას, კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების სფეროში თანამშრომლობას და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლას. ასევე, რეგიონულ დონეზე, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა და დარღვევათა პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვა-განხორციელებას.