მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 თემა, რაზეც დღეს დღეს ვანო მაჭავარიანს პარლამენტში საუბარი მოუწევს

5e52dde21ebc5
თელარა გელანტია
24.02.20 00:15
1177
დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიწვევით პარლამენტში მიდის.

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მინისტრს სამ საკითხზე მოუწევს საუბარი და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა.

ეს თემებია:

1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები.

2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე ფინანსთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაცია და სამინისტროს პოზიცია.

3. საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.