მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 ტიპის ვაუჩერი, რომლის მოსახლეობისთვის დარიგებასაც გიორგი ქადაგიძე ემხრობა

5eac82172c910
თელარა გელანტია
02.05.20 10:00
2610
„ნებისმიერი მტკიცების ტვირთის გადატანა იმ ადამიანზე, ვისაც ისედაც უჭირს და მინიმუმ შემოსავალი დაკარგა, არაა სამართლიანი და იმედს ვიტოვებ, რომ უფრო უნივერსალური იქნება მთავრობის სოციალური“, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ bm.ge-ისთან ინტერვიუში კითხვას - რამდენად სამართლიანია მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თვითდასაქმებულების საკმაოდ დიდი ნაწილი, ვინც დოკუმენტურად ვერ დაასაბუთებს, რომ დასაქმებული იყო, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებს.

„როცა სოციალურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, სამი მთავარი ფაქტორია - მიზნობრიობა ანუ უნდა დავეხმაროთ იმას, ვისაც ეს სჭირდება, მეორე - მაქსიმალურად გამჭვირვალეობა, რომ მსგავსი კითხვები არ დაისვას და მესამე - არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში სოციალური დახმარება და ეკონომიკის სტიმულირება, ძველ რელსებზე დაბრუნება... მე მაგალითად, მომხრე ვარ მარტივი პაკეტის - სამი ტიპის ვაუჩერის დარიგების: კომუნალურის, სასურსათო და ბანკის პროცენტის დაფინანსების. რეალურად ესაა ის სამი ძირითადი ხარჯი, რომელიც გარკვეული კატეგორიის ადამიანებს ძალიან სჭირდებათ და ეს შეუმსუბუქებდა ადამიანებს ყოფას“, - ამბობს გიორგი ქადაგიძე.

ჟურნალისტის რეპლიკაზე - „მსგავი ტიპის ვაუჩერი ალბათ უფრო ძვირიც დაჯდებოდა“, სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ „ყოველთის სჯობს დავეხმაროთ იმას, ვისაც ეს სჭირდება, ვიდრე ყველას მცირედით“.

„თუ ჩვენ უნივერსალური პრინციპით წავალთ, ყველა მიიღებს ცოტას და არავისთვის იქნება საკმარისი, მითუმეტეს მათთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“, - აღნიშნა მან.