19.აპრილი .2021 13:42

3 თვეში იმპორტისთვის საქართველოდან $1.9 მლრდ გავიდა - რა ვიყიდეთ და ვისგან?

3 თვეში იმპორტისთვის საქართველოდან $1.9 მლრდ გავიდა - რა ვიყიდეთ და ვისგან?
views 3685
უკან

2021 წლის I კვარტალში საქართველომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისგან 1.9 მლრდ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა. ამ პერიოდში იმპორტი, გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებთან შედარებით, 2.4%-ით შემცირდა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით, პირველ სამ თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 0.3%-ით შემცირდა და 2.7 მლრდ დოლარი შეადგინა, საიდანაც 70.4% იმპორტზე მოდის.

2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორ ქვეყანას საქართველოს მთლიან იმპორტში 71.5% უკავია. პირველ სამეულში თურქეთი, რუსეთი და ჩინეთია, ხოლო იმპორტი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და გერმანიიდანაა შემცირებული.

TOP-10 საიმპორტო ქვეყანა:

1. თურქეთი - 343.3 მლნ დოლარი, კლება - 1.9%;
2. რუსეთი - 220.3 მლნ დოლარი, ზრდა - 4.5%;
3. ჩინეთი - 182.7 მლნ დოლარი, ზრდა - 0.7%;
4. აზერბაიჯანი - 145.7 მლნ დოლარი, კლება - 11.4%;
5. აშშ - 129.5 მლნ დოლარი, ზრდა - 3%;
6. სომხეთი - 114.7 მლნ დოლარი, ზრდა - 31.8%;
7. გერმანია - 95.9 მლნ დოლარი, კლება - 4.4%;
8. უკრაინა - 72.9 მლნ დოლარი, კლება - 11.2%;
9. იტალია - 53.2 მლნ დოლარი, ზრდა - 18.2%;
10. საფრანგეთი - 37.1 მლნ დოლარი, ზრდა - 22.4%;

სხვა ქვეყნებიდან ამ პერიოდში იმპორტი ჯამურად 10.7%-ით შემცირდა და 556.7 მლნ დოლარი შეადგინა.

ამ პერიოდში ყველაზე დიდი მოცულობით მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები და ნავთობი და ნავთობპროდუქტები შევიძინეთ. TOP-10 იმპორტირებული უმსხვილესი პროდუქტი კი ასე გამოიყურება:

1. მსუბუქი ავტომობილები - 168.5 მლნ დოლარი, კლება - 12.9%;
2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 145.8 მლნ დოლარი, ზრდა - 31.2%;
3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 141.9 მლნ დოლარი, კლება - 5.6%;
4. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 129.6 მლნ დოლარი, ზრდა -11.2%;
5. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 70.7 მლნ დოლარი, კლება - 3.2%;
6. გადაადგილებისთვის, ამოთხრის ან გაბურღვის მანქანები და მექანიზმები - 41.2 მლნ დოლარი, ზრდა - 1 556.0%
7. სატელეფონო აპარატები - 39.5 მლნ დოლარი, კლება - 11.6%;
8. სატვირთო ავტომობილები - 39.5 მლნ დოლარი, ზრდა - 86.9 %;
9. ელექტროენერგია - 31.6 მლნ დოლარი, ზრდა 9.3%;
10. ხორბალი და მესლინი - 21.2 მლნ დოლარი, 11.9%;

სხვა დანარჩენი საქონლის იმპორტი 9.5%-ით 1.122 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა