26.ივლისი .2021 20:00

3 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $16.9 მილიონის ატამი და ვაშლატამა გავიდა

3 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $16.9 მილიონის ატამი და ვაშლატამა გავიდა
views 483
უკან

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 18.9 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რომლის ღირებულებამ 16.9 მლნ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება - 5.9 მლნ დოლარით გაიზარდა.

უწყების ცნობით, ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (11,935) და სომხეთში (5,872 ტონა), პროდუქტი მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (493 ტონა) ბელარუსში (99 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (38 ტონა) გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა