მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 3 512 ტონა მანდარინი გავიდა

619c94da34843
ინგა მურუსიძე
23.11.21 11:24
759
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 3 512 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 153%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 142%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთში (1,703 ტონა), სომხეთში (1,346 ტონა), უკრაინაში (375 ტონა), ყაზახეთში (40 ტონა), სლოვენიასა (28 ტონა) და ყირგიზეთში (20 ტონა).