მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"3-თვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესებას რამდენიმე მიკროსაფინანსოც გეგმავს"

5e71075015665
თათია ჩაფიჩაძე
17.03.20 22:45
1254
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გადაწყვეტილება და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ კამპანიაში ჩაერთო“ - ეს განცხადება კომერციული ბანკების მხრიდან 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, პროცესში უახლოეს დღეებში რამდენიმე მიკროსაფინასო ორგანიზაციის ჩართვაც იგეგმება.

ლეჟავას თქმით, ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია და მომხმარებლებს მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდა.

„ბანკების მხრიდან 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება მომხმარებლებისთვის არის კერძო გადაწყვეტილება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გადაწყვეტილება და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ კამპანიაში ჩაერთო.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, როგორც ვიცით რამდენიმე აპირებს ამ კამპანიაში ჩართვას, ვმუშაობთ მათთან ინდივიდუალურად, რომ გავიგოთ ხომ არ არსებობს რაიმე ბარიერი, რაც მათ ჩართვას უშლის ხელს. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ყველა დამკრედიტებელს, რომ ჩაერთონ სურვილისამებრ, თუმცა, კონკრეტულად რომელი ბანკი, რომელი მიკროსაფინასო, რა ფორმით ჩაერთვება, ამის გასაგებად მოსახლეობას მოვუწოდებ ინდივიდუალურად საკუთარი დამკრედიტებლისგან გაიგოს დეტალები. ასევე გთხოვთ, რომ მოთმინებაც გამოვიჩინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველასთვის რთული პროცესია და შეიძლება ზოგიერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდეთ და ხვალ ზეგ უფრო ცხადი გახდება, ვინ რა ფორმატით ჩაერთვებიან.“ - განაცხადა ლეჟავამ.