მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"3 თვის განმავლობაში სავარაუდოდ, 200 პაციენტი დარჩა სიცოცხლის გადამრჩენი სერვისების გარეშე"

5e4ffbdb0abea
თამთა ჯიჯავაძე
21.02.20 20:21
4642
ამ სამი თვის განმავლობაში სავარაუდოდ დაახლოებით 200 პაციენტი დარჩა სიცოცხლის გადამრჩენი სერვისების გარეშე, - ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტმა კახა ეცადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ არითმოლოგიის დარგში ისინი ვერ აყენებენ გეგმიურად ორკამერიან სტიმულატორებს, დეფიბრილატორებს და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ კარდიოლოგიური კლინიკები მთავრობისთვის გაასაგზავნად ახალ წერილს ამზადებენ.

„სამი თვე გავიდა 20 ნოემბრიდან, როდესაც ძალაში შევიდა 520-ე დადგენილება, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, რომ დაგვეწრმუნებინა სამინისტრო, რომ ამ ახალი ტარიფით შეუძლებელია.. ვერ ვარწმუნებთ, თუმცა, მე არ დავეთანხმები ერთ პოზიციაში იმიტომ, რომ 10 იანვარს ჩვენ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სამინისტროში შეხვედრა გვქონდა მინისტრის მოადგილეებთან, იქ ფაქტობრივად შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისინი უკვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ კონკრეტულად არითმიის საკითხებში, დეფიბრილატორების, პეისინგის, აბლაციების საკითხებში, მათ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია, რომ ის ტარიფები იყო შეუსაბამო და პირობა გვქონდა მიღებული, რომ ანაზღაურება მოხდებოდა ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, თუმცა, 10 იანვრიდან გავიდა ძალიან დიდი დრო და ჩვენ არ გვაქვს არანაირი ცვლილება“, - განაცხადა კახა ეცადაშვილმა.

მისივე თქმით, მათ ჰქონდათ მიმოწერა სამინისტროსთან და ბოლო წერილის შემდეგ მათ აქვთ პასუხი, რომ მიმდინარეობს ბაზრის კვლევა, რათა დაადგინონ რა ტიპის აგრეგატებზე იქნება საუბარი, რომლის შეძენასაც შეძლებენ:

„მე მინდა კითხვით მივმართო იმ ხალხს, ვინც ამას იკვლევს: თუ ამდენი პერიოდი სჭირდებოდა ამ ბაზრის შესწავლას, იქნებ სჯობდა ჯერ ბაზარი შეგვესწავლა და შემდეგ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება და არ ყოფილიყო ეს ნაჩქარევად მიღებული.
გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ იგივე ტიპის ცვლილებები უნდა შეეხოს უკვე სხვა დარგებსაც, რაც იყო თავიდანვე დაანონსებული. კიდევ გვინდა იმედი დავიტოვოთ, რომ პრემიერი გადახედავს ამ დადგენილებას, მოგვისმენს მაინც და გაიზიარებს ჩვენს შეხედულებებს“.

გარდა ამისა, კახა ეცადაშვილი ამბობს, რომ ახალი წერილი თითქმის იმეორებს იგივე შინაარს, რაც იყო თავიდანვე პრემიერისადმი მიწერილი.

„იმ წერილმა ის შედეგი მაინც მოიტანა, რომ პრემიერმა შეკრიბა დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენლები, კლინიკის ხელმძღვანელები და მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ჩამოყალიბდებოდა საბჭოები, რომელზეც ყოველ დეტალზე იქნებოდა განხილვა, სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლებდა პროცესი ტელესივრციდან. თავიდან რაღაც ნაბიჯები იყო თითქოს იმედისმომცემი, რომ ამისკენ მივდიოდი. თუმცა, გაჩერდა და გაიყინა და ისეთ დარგებში, როგორიც არითმოლოგიაა და სადაც თითქმის მიღწეული იყო შეთანხმება, იქაც კი ჯერ არანაირი ცვლილება არ არის. იმ დარგებში, სადაც აქამდეც კი არ იყო მისული საქმე, ალბათ იქ გაურღვეველი ბარიერებია“, - განაცხადა კახა ეცადაშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“.

შეგახსენებთ, 37 სამედიცინო ასოციაცია 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით პრემიერს და მთავრობას წერილით მიმართავს. ასოციაციები კვლავ აცხადებენ, რომ 520-ე დადგენილება უნდა შეჩერდეს.