მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 ივლისიდან ისრაელი საქართველოში მოგზაურობას კრძალავს

60fa8fc38e47b
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.21 13:40
5198
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის "წითელი" ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სტატუსის გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება.

ივნისის მდგომარეობით, ისრაელი საქართველოსთვის რიგით მეორე უმსხვილესი ტურისტული ქვეყანაა. გასული თვის განმავლობაში ისრაელიდან საქართველოში 15,837 ვიზიტორი იმყოფებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს ისრაელმა საქართველო თურქეთთან, ბრიტანეთთან და კვიპროსთან ერთად იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ მოქალაქეებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ.