მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 ივლისიდან სამი ღამე (00:00-04:00 საათი) ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება - თბილისის მერი

5f2128265decc
ინგა მურუსიძე
29.07.20 11:39
2486
"ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში მთელი ქუჩა მორგებული არის ქვეითად მოსიარულებზე, მთლიანად ტროტუარი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით და გადაადგილება ძალიან სასიამოვნოა", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმელით გადაადგილდება და ეს ძალიან სასიამოვნოა. ასევე, იქ შეიქმნა ადგილები ველოსიპედებით გადაადგილებისთვის, სკუტერებით გადაადგილებისთვის და ა.შ. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, "ახლა ჭავჭავაძეზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გზების დახაზვას ითვალისწინებს და თუ ამინდებმა შეუწყო ხელი, რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება".

„30 ივლისიდან სამი ღამის მანძილზე, 00:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე ვარაზისხევიდან წერეთელ-თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება. ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრვი ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას, რომ მძღოლებმა ეს გზა აითვისონ კარგად. პარალელურად, როცა დახაზვა დასრულდება, საპატრულო პოლიციის და ჩვენი შესაბამისი სამსახურების დახმარებით ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სქემით დაიწყება მოძრაობა. ამას ექნება ადაპტაციის პერიოდი და ყველანაირად დავეხმარებით მძღოლებს. ამ პროექტის ფარგლებში არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირი. აბაშიძე, ფალიაშვილი და ჭავჭავაძე - ეს არის ერთი დიდი კლასტერი და როცა ხდებოდა სქემების დამუშავება, ეს ქუჩებიც იგულისხმებოდა“, - განაცხადა კალაძემ.