მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$30-მილიონიანი ინტერვენციის შედეგად, ლარი გამყარდა

608174c4b898e
BM.GE
22.04.21 17:02
2429
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს მორიგი სავალუტო აუქციონი განახორციელა და $30 მილიონი დოლარი გაყიდა.  შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება
3.4462 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.88 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 4.1530 ლარი გახდა.

გუშინ ერთი დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.45 ლარს გადააჭარბა, რაც 2021 წლის გაუფასურების რეკორდია.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ მისი თქმით, არსებული გაუფასურების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი ტურიზმიდან დაკარგული შემოსავლებია.

„ლარის კურსის ვარდნა ძირითადად შეფერხებული ტურიზმით არის გამოწვეული, ამ სექტორსიგან საქართველომ მხოლოდ 2020 წელს 3 მილიარდამდე შემოსავალი დაკარგა, აღსანიშნავია, ასევე 2019 წელს რუსეთის მხრიდან ფრენების შეზღუდვა, ამას ემატება ჩვენს მეზობელ და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის გაუფასურება და არასტაბილურობა, ეს ყველაფერი მოქმედებს ლარის კურსის ვარდნაზე“ - აღნიშნა ლეჟავამ.