მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 მლნ ლარის ინვესტიცია ხონში - Glenberries-ი წარმოების გაფართოებას გეგმავს

6034f6cb0cb71
ვიქტორია მღებრიშვილი
23.02.21 19:10
1484
გაყინული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორი კომპანია Glenberries-ი 30 მლნ ლარის ინვესტიციით წარმოების გაფართოებას გეგმავს, სადაც, დაახლოებით, 250 სამუშაო ადგილს შექმნის.

BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი რაფაელ მაღალაშვილი ამბობს, რომ სათბურები და სამაცივრე-გადამამუშავებელი მეურნეობა ხონში ამოქმედდება, რაზეც მუნიციპალიტეტის მერიიდან თანხმობა უკვე მიღებული აქვს.

„მეურნეობა სრულად 117 ჰა მიწაზე განთავსდება, თუმცა მიმდინარე წელს ჩვენ მხოლოდ 52 ჰა-ს დამუშავებას და სასათბურე მეურნეობის მოწყობას შევძლებთ. აქედან 50 ჰა-ზე სათბურები მოეწყობა, ხოლო 3 000 მ2-ზე გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. საწარმოში 80-მდე ადამიანს დავასაქმებთ, ხოლო სათბურებში, დაახლოებით - 150-ს. ჯამში, 250 მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - ამბობს რაფაელ მაღალაშვილი.

მეწარმე სათბურებში მოცვის, ისპანახის, ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანას გეგმავს.

„იმის გამო, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოცვი საკმაოდ ძვირი - 15-20 ლარი ღირს, ჩილედან 6 ლარად ჩამომაქვს ნედლ მოცვი და გადამუშავების შემდეგ ექსპორტზე აშშ-ში გამაქვს, ამიტომ გადავყწვიტე, ხონში პირველი კულტურა, რასაც გავაშენებთ მოცვი იქნება, ასევე, მარწყვი, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო და ისპანახი, რომელზეც მოთხოვნა, პარკ-ლობიოსა და სიმინდთან ერთად, ძალიან დიდია. მხოლოდ შვეიცარიული კომპანიის მხრიდან ყოველ 2 წელიწადში ნახევარი მლრდ ტონის მოთხოვნა არსებობს“, - უთხრა BM.GE-ის Glenberries-ის დამფუძნებელმა.

რაფაელ მაღალაშვილი ამბობს, რომ პროექტის განხორციელებისას გარკვეული სირთულეები შეექმნა, რაც დღგ-ს დაბრუნების საკითხს შეეხება. მისი თქმით, სახელწიფოს მიერ დაბრუნებული ფინანსური რესურსი, მას პროექტისთვის საჭირო ბადეების შესაძენად უნდა გამოეყენებინა, რომელიც ისრაელიდან უნდა ჩამოეტანა.

"სათბურისთვის საჭირო რკინა-კონსტრუქციის ჩამოტანის შემდეგ, სახელმწიფოს ჩემთვის უნდა დაებრუნებინა 80 000 ლარის დღგ. ზოგადად, დღგ-ის დაბრუნება მოთხოვნის დღეს ხდება, თუმცა ახლა მჭირდება ბადეები ისრაელიდან და ფული არ მაქვს რომ გადავრიცხო. მეუბნებიან, რომ ამოწმებენ და ეს უკვე 1 თვე გრძელდება. ახლა ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვე, რომ ბადეების თანხა გადაერიცხათ. 250 ადამიანს ვამუშავებთ, დაახლოებით, 120 000 ლარის ხელფასს ვარიგებ და დღეს არსებული სიმძლავრეებით, პროდუქციის ექპორტით, შემიძლია ქვეყანაში არანაკლებ 50 მლნ დოლარის თანხა შემოვიტანო. ამასთან, მინდა, წარმოება ისე გავზარდო, რომ ექსპორტიდან შემოსავალი 500 მლნ დოლარამდე გაიზარდოს. ასეთი პოტენციალი რომ მაქვს და კონსულტაციისთვის ყველა რომ მე მწერს, ჩემს საქმეში ძალიან ვწვალობ. შემიძლია, ყოველწლიურად ჩემი წარმოებული პროდუქცია გავაოთხმაგო, რასაც ხელშეწყობა სჭირდება“, - აცხადებს რაფაელ მაღალაშვილი.