30.სექტემბერი .2020 23:40

30 სექტემბრის კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში

views 551
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 009 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 1000 პაციენტი.

ამდრომდე COVID-19 საქართველოში სულ 3 120 პაციენტმა დაამარცხა.

30 სექტემბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 6 192 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 39 პაციენტი იმსხვერპლა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 445 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამასთან, 30 სექტემბერს ქვეყანაში 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 796-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, ქვეყანაში ჯამში ჩატარებულია 639 816 ტესტი, PCR ტესტირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე 172 137-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა