მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"30 წელი გავიდა და საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდზე უკეთესი მაჩვენებლებიც კი არ გვაქვს"

5e4e701c034c1
ინგა მურუსიძე
20.02.20 14:29
1090
30 წელი გავიდა და ისეთ პოლიტიკას ვატარებთ, რომელმაც საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდზე უკეთესი მაჩვენებლებიც კი ვერ შემოგვთავაზა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი "მინისტრის საათის" ფარგლებში იმყოფებოდა.  

მან მაჭავარიანი და მისი უწყების პოლიტიკა მაკრკოეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით გააკრიტიკა.   

"დღეს არის სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღე და ჩვენ არ შეგვიძლია ეს თარიღი ვიზეიმოთ ქვეყანაში, რადგან ჩვენ ვართ უთანასწორობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანა. რაც არ უნდა რეიტინგებზე ვისაუბროთ, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის.

1989 წელს, საბჭოთა კავშირი რომ ინგრეოდა, ზუსტად მაშინდელ მონაცემებს გაგაცნობთ: მშპ-ის აბსოლუტური მაჩვენებელი ჯერჯერობით კიდევ 85,1%-ია, იმ მშპ-ის მაჩვენებლისა, რომელიც 1989 წელს იყო. დაითვალეთ და კარგად ნახავთ. საშემოსავლო და სოციალური დიფერენციაციის შედეგად, მოსახლეობის კეთილდღეობა უფრო დაბალია, ვიდრე 1989 წელს იყო. 30 წელი გავიდა და ჩვენ ისეთ პოლიტიკას ვატარებთ, რომელმაც საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდზე უკეთესი მაჩვენებლებიც კი ვერ შემოგვთავაზა. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. მე ვფიქრობ, სამინისტრო არ გვჭირდება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. შეგიძლიათ კომპიუტერი დადოთ სამინისტროს მაგივრად მაგისთვის. გავაუქმოთ მაშინ სამინისტრო", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.